რას ამბობენ საბავშვო ბაღში, სადაც გუშინ 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა
ახალციხეში კერძო ბაგა-ბაღში 2 წლის ბავშვის გარდაიცვალების საქმეზე "ტვ პირველი" კერძო ბაღის თანამშრომელს ესაუბრა.
ბაღის თანამშრომლებს მომხდარის შესახებ საუბარი უჭირთ, ამბობენ, რომ მცირეწლოვანს რაიმე სახის ჯანმრთელობსი პრობლემა, მათ შორის ქრონიკული დაავადებები არ აღენიშნებოდა.
რაც შეეხება ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენელის პოზიციას, მისი თქმით, გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზის შედეგები დაადგენს.
ახალციხეში მდებარე კერძო ბაგა–ბაღში 2 წლის ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 116 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი.