თბილისში, აქციების პერიოდში დაკავებული ანასტასია ზინოვკინა პროცესზე შეუძლოდ გახდა და ექიმის დახმარება დასჭირდა
თბილისში, საპროტესტო აქციების პერიოდში სისხლის სამართლის წესით დაკავებული რუსი სამოქალაქო აქტივისტი, ანასტასია ზინოვკინა პროცესზე შეუძლოდ გახდა და ექიმის დახმარება დასჭირდა, სხდომაზე 5-წუთიანი შესვენება გამოცხადდა. ამ დროისთვის პროცესი განახლებულია.
- პროკურატურა ანასტასიია ზინოვკინას და არტემ გრიბულს გასაღების მიზნით 16 გრამი ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ის ფლობას ედავება. ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ პოლიციამ მათ ნარკოტიკი ჩაუდო – მიაჩნიათ, რომ ისინი თბილისში საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ისჯებიან.
პროცესზე საქმის მასალების მიხედვით, არტემ გრიბულის პირად ჩხრეკაში მონაწილე პოლიციელი ირაკლი მუხათგვერდელი იკითხება.
დეტექტივის თქმით, სწორედ მან ამოიღო გრიბულის ჯიბიდან პოლიეთილენის შეკვრები.
ავტომობილში დავიწყეთ მისი პირადი ჩხრეკა. ქურთუკის შიდა მარცხენა ჯიბიდან მე პირადად მოვადინე ამოღება ერთჯერადი სალფეთქის და თან იყო სამი ცალი წებოვან ლენტში განთავსებული ნივთიერება", - ირწმუნებოდა პოლიციელი.
- 31 წლის ანასტასია ზინოვკინასა და 24 წლის არტემ გრიბული კრიმინალურმა პოლიციამ 17 დეკემბერს დააკავა. მათ წინააღმდეგ აღძრული მუხლი ქართული კანონმდებლობით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობად კვალიფიცირდება და სასჯელის სახით 8-დან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.