დავით ხომერიკის საქმე - რას ითხოვს დაცვის მხარე
დავით ხომერიკის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში მოწმე პოლიციელების გამოკითხვით გაგრძელდა.
დაცვის მხარე ითხოვს, რომ საქმეს დამკავებელი პოლიციელის, გიორგი ჯიქიას თავდაპირველი ჩვენება დაერთოს.
- პროკურატურა ხომერიკს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის ფლობას ედავება, მას ბრალი აფეთქების მომზადების მუხლი აქვს წარდგენილი.
დავით ხომერიკის ადვოკატის თქმით, აღნიშნულმა პოლიციელმა პირველად ხომერიკის საქმეზე მოსამართლე ლელა მილდერბერგერს განსხვავებული ჩვენება მისცა და თქვა, რომ "რის ქონასაც ედავებიან დავით ხომერიკს, არ უნახავს პოლიციის განყოფილებამდე. ნახა პირველად პოლიციის განყოფილებაში".
ადვოკატის თქმით, დამკავებელი პოლიციელი ორიდან ერთ შემთხვევაში იტყუება.
ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი გახლდათ ის, რომ დაცვის მხარეს წინა პროცესზე ჰქონდა წარმოდგენილი შუამდგომლობა, რომ ხომერიკის დამკავებელი პოლიციელის, გიორგი ჯიქიას მიერ მიცემული ჩვენება ლელა მილდერბერგერთან ადმინისტრაციულ სასამართლო კოლეგიაში, იგივე საქმეზე, დართვოდა ამ საქმეს მტკიცებულების სახით, იმიტომ, რომ გიორგი ჯიქიამ მაშინ მისცა განსხვავებული ჩვენება და თქვა, რომ ის ნივთები, რის ქონასაც ედავებიან დავით ხომერიკს, არ უნახავს პოლიციის განყოფილებამდე. ნახა პირველად პოლიციის განყოფილებაში. ეს ჩვენებები განსხვავდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოწმე რომელიღაც შემთხვევაში იტყუება. სამწუხაროდ, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, არ დაურთო ის მტკიცებულება", - აცხადებს შოთა თუთბერიძე.
ხომერიკი პოლიციამ 2024 წლის 2 დეკემბერს დააკავა. პროკურატურა ხომერიკს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის ფლობას ედავება, მას ბრალი აფეთქების მომზადების მუხლი აქვს წარდგენილი. დავით ხომერიკი დუმილის უფლებას იყენებს.