"უნდათ, შემაშინონ და გამაჩერონ" - სამოქალაქო აქტივისტი ტერორზე საუბრობს

06.05.25 15:40
"უნდათ, შემაშინონ და გამაჩერონ" - სამოქალაქო აქტივისტი ტერორზე საუბრობს

 

 

სამოქალაქო აქტივისტი, ჯგუფ "დაიტოვეს" ერთ-ერთი ადმინისტრატორი ტერორზე საუბრობს. მარიამ ყაულაშვილი "პირველებს" უყვება, რომ მისი ქმარი პოლიციამ ერთი დღის განმავლობაში სამჯერ გააჩერა და გაჩხრიკა.

აქტივისტი მიიჩნევს, რომ პოლიციის მხრიდან ასეთი ტერორი აქციებზე მის აქტიურობასთან არის კავშირში. 

ისნის მეტროსთან საპატრულო ეკიპაჟმა გააჩერა, ეს არ ყოფილა, უბრალოდ, მეტროსთან მდგომი პოლიცია. იქიდან გადმოვიდნენ, პირდაპირ პასპორტი მოსთხოვეს, იმიტომ, რომ იცოდნენ, რომ ქართველი არ იყო და შემდეგ უკვე რაღაც ასეთი ხუმრობები დაუწყეს, რომ „რამე არალეგალური ხომ არ გიდევს შემთხვევით ან ნარკოტიკები, ან იარაღი“. ცდილობდნენ რაღაც უაზრო ხუმრობით თითქოს სიტუაციის განეიტრალებას. ჩანთაში ხელის ჩაყოფის მცდელობა ჰქონდათ, რომლის უფლებაც, რა თქმა უნდა, არ აქვთ.

მეორე გაჩხრეკის შემთხვევა უკვე იყო ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე, ასევე ძალიან ვიწრო ქუჩის შესახვევთან, იქაც ასე გააჩერეს. ეს არის, უბრალოდ, მათი მცდელობა, რომ მე შემაშინონ, რა თქმა უნდა, და მე გამაჩერონ, მაგრამ ასე არ ჩერდება ხალხი, იმიტომ, რომ ჩვენ, ვინც ამ ბრძოლაში ვართ, რეალურად, გვწამს და გვჯერა იმ ბრძოლის და გვინდა ის შედეგი, რაც გვინდა, - ამბობს მარიამ ყაულაშვილი. 
 

გუშინ განხორციელებულ თავდასხმას მათ სამოქალაქო პოზიციას უკავშირებენ ნუცა მახარაძე და ქეთი ჯაჯანაშვილიც. როგორც "პირველების" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, შსს-მ დანაშაულის სავარუდო იარაღი შემთხვევის ადგილიდან 15 საათის შემდეგ დალუქა და წაიღო.