აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან - რას ითხოვენ არხისგან სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები
აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან - პოლიტკოვსკაიას 31 ნომერში, ამ წუთებში, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები არიან შეკრებილები.
რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრები და მხადამჭერები სახელმწიფო ტელეარხის ადმინისტრაციასთან შეხვედრას, მათთვის ეთერის დათმობას და სასამართლო პროცესების პირდაპირ რეჟიმში გადაცემას ითხოვენ.
ადგილზე მობილიზებულია გომელაურის პოლიციაც.
ჯერჯერობით საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები რეჟიმის ტყვეების ოჯახის წევრებს არ შეხვედრიან. როგორც "პირველების" რეპორტიორი ადგილიდან იტყობინება, ცოტა ხნის წინ შედგა კომუნიკაცია და დაახლოებით 10 წუტში გახდება ცნობილი, შეხვდრება თუ არა ვინმე საზოგადოებრივ მაუწყებლიდან აქციის მონაწილეებს.
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები უკვე არაერთი თვეა ვითხოვთ პირდაპირ ეთერს საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ეს არის ჩვენი ლეგიტიმური უფლება, იმიტომ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ფინანსდება ბიუჯეტიდან. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ე.წ. ხელისუფლება ამბობს, რომ ყველაფერი არის გამჭვირვალე ამ ქვეყანაში, თუ არის, ჩვენც გვინდა ჩვენი სიმართლე მივიტანოთ საზოგადოებამდე და ვითხოვთ პირდაპირ ეთერს. გაშუქდეს ლაივ ეთერში სასამართლო პროცესები,. ერთ კვირაზე მეტია გასული და არავიტარი პასუხი ჩვენ მათგან არ მიგვიღია. შესაბამისად, გვინდა, საზოგადოებას დავანახოთ - ჩვენ ისევ აქ ვდგავართ, ჩვენ ისევ იგივე მოთხოვნები გვაქვს და ჩვენ ეს მოთხოვნები არ გვიკმაყოფილდება". - ამბობს ირაკლი ქერაშვილსი და, ქეთუნა ქერაშვილი.
აქციაზე დგანან საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ახლა მნიშვნელოვანია არხმა პირდაპირ ეთერი დაუთმოს იმ ხალხს, რომელთა ოჯახის წევრები ციხეში უკანონოდ არიან გამოკეტილები.