რომელ გახმაურებულ საქმეებში ფიგურირებს მოსამართლე დავით მგელიაშვილი?
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, მოსამართლე დავით მგელიაშვილი, რომელიც სინდისის პატიმრების საქმის მოსამართლეცაა, ისეთ გახმაურებულ საქმეებში ფიგურირებს, როგორებიცაა ზურაბ ჟვანიას, ბუტა რობაქიძის, ბადრი პატარკაციშვილის, მეგის ქარდავასა და სხვა გახმაურებულ საქმეები.
ასევე, ორგანიზაციის ინფორმაციითვე, მგელიაშვილი 2012 წელს გიორგი დარახველიძესა და ბესიკ ბუგიანიშვილთან ერთად ერთდროულად გადმოიყვანეს თბილისში და დანიშნეს ბაჩო ახალაიას საქმის განმხილველ მოსამართლედ.
დავით მგელიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა 2013 წლიდან, ხოლო 2019 წლიდან ის უვადოდ არის განწესებული აღნიშნულ თანამდებობაზე.
🔘 სასამართლო სისტემაში მისი კარიერა უკავშირდება როგორც წინა, ისე ამჟამინდელი ხელისუფლების პერიოდში მიღებულ პოლიტიკურად მგრძნობიარე გადაწყვეტილებებს. 2012 წელს მგელიაშვილი გიორგი დარახველიძესა და ბესიკ ბუგიანიშვილთან ერთად ერთდროულად გადმოიყვანეს თბილისში და დანიშნეს ბაჩო ახალაიას საქმის განმხილველ მოსამართლედ. იმ დროისთვის მიღებული გამამართლებელი განაჩენები სასამართლოს შიდა დაპირისპირებასა და საქმეთა განაწილების პროცესში შესაძლო მანიპულაციებზე მიანიშნებდა.
⏺️ დავით მგელიაშვილი ასევე ფიგურირებს ზურაბ ჟვანიას, ბუტა რობაქიძის, ბადრი პატარკაციშვილის, მეგის ქარდავასა და სხვა გახმაურებულ საქმეებშიც. 2022 წელს მან განიხილა 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ ოფისზე ძალადობრივი თავდასხმის საქმე და თითქმის სრულად გაამართლა ბრალდებულები, რამაც სამოქალაქო სექტორისა და საზოგადოების ნაწილის კრიტიკა გამოიწვია.
❗ამჟამად დავით მგელიაშვილი განიხილავს დაკავებული აქტივისტების – ანზორ კვარაცხელიას, საბა ჯიქიას, ანატოლი გიგაურის, მათე დევიძისა და გიორგი ახობაძის – საქმეებს. მისი წარსული გამოცდილება, მათ შორის ძალადობრივი ჯგუფების მიმართ ლოიალური მიდგომა და “კლანურ” სტრუქტურებთან კავშირები, კითხვებს აჩენს აღნიშნული საქმეების ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.