რა ხდება ციხეთა სისტემაში - რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლი ალაპარაკდა
ნიკა ბასილაძეს ქუთაისის ციხეში მომხედარი თავდასხმის გახსენება ახლაც უჭირს. კლინიკა "ვივამედში" ის სიკვდილს 8 თვე ებრძოდა. 10 დღის წინ გამოწერეს. სიკვდილს სასწაულით გადაურჩა, თუმცა ახლა აღარ დამოუკიდებლად შეუძლია გადაადგილება და საუბარიც უჭირს.
ბასილაძის მამა "პირველებს" უყვება, რომ 19 აგვისტოს დაკავებულ პატიმარს 24-ში თავს საკუთარ საკანში ციხის 4 თანამშრომელი დაესხა. ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი თვითმკველობის ინსცენირება მოაწყვეს.
ნაცემი პატიმრის ოჯახის ინფორმაციით, ციხის ადმინისტრაციამ სცადა 32 წლის ბიჭის ცემის საქმე ჩაეფარცხა. კლინიკაში ახალგაზრდა პატიმარი გადაიყვანეს და სასწრაფოს ექიმებს უთხრეს, რომ მას ვენები ჰქონდა გადაჭრილი. ბეჟან ბასილაძე გვიყვება, რომ მედიკოსები გაოგნებას ვერ მალავდენ, როცა პაციენტი ნახეს.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.