ანგარიშსწორება რუსული მეთოდებით - აქტივისტ ქალებს ჩაუსაფრდნენ და სახეში წიწაკის სპრეი შეასხეს

06.05.25 20:25
ანგარიშსწორება რუსული მეთოდებით - აქტივისტ ქალებს ჩაუსაფრდნენ და სახეში წიწაკის სპრეი შეასხეს

"ქართულმა ოცნებამ" რუსული ანაგრიშსწრეობის ახალი მეთოდები საქართველოში გადმოიტანა. წლების წინ პუტინის მოწინააღმდეგეებს და ოპოზიციის ლიდერებს ჩასაფრებას სახლებთან უწყობდნენ და სახეში ბრილიანტის მწვანეს ე.წ "ზილიონკას" ასხამდენენ. 

ასე მოხდა ზუსტად თბილისში. სამი სამოქალაქო აქტივისტი რუსთაველის გამზირიდან აქციის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა, როცა მათ საცხოვრებელ ბინასთან ე.წ. ტიტუშკა დახვდა და სახეში ქიმიური ნივთირება შეასხა. 

ანგარიშსწორება რუსული მეთოდებით ნუცა მახარაძის საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. თავდამსხმელი დარწმუნებული იყო, რომ მომიტინგეები ლიფტით ავიდოდნენ და გაჩერებისთანავე ამ სივრციდან (ღრიჭო არის) ჯერ წიწაკის სპრეი მიასხა აქტივისტებს, შემდეგ კი ბრილიანტის მწვანე.

ყველაფერი ერთი ერთში მეორედება. ასე უსწორდებოდნენ რუსეთში პუტინის მთავარ ოპონენტს ალექსეი ნავალნის და "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტს ელენა მილაშინას.

თავდამსხმელის ქმედებები - შენიღბული სახე, წინასწარ გამზადებული სითხე და წიწაკის სპრეი დაშავებულებს არწმუნებთ, რომ ეს ყველაფერი კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული იყო. გვიყვებიან, რომ სწორედ მსგავსი აღნაგობის პირი რამდენიმე კვირის წინ მათ სახლთან იმყოფებოდა, მაშინაც უთვალთვალებდა და ცდილობდა იმის გარკვევას, ზუსტად რომელ სართულზე ცხოვრობდნენ.

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.