აგვისტოში ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა - საქსტატი

30.09.21 11:51
აგვისტოში ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა - საქსტატი

2021 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 10.3% შეადგინა - ამის შესახებ საქსტატის წინასწარ შეფასებაშია საუბარი.  

ირკვევა რომ, 2021 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 12.0 პროცენტია.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის და სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგებში.

2021 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში:

  • დამამუშავებელი მრეწველობა,
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა,
  • ვაჭრობა,
  • ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება,
  • სასტუმროები და რესტორნები,
  • ტრანსპორტი და დასაწყობება,
  • ხელოვნება,
  • გართობა და დასვენება.