ტრაგედია ახალციხის საბავშვო ბაღში - რა გახდა 2 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი
კერძო ბაგა-ბაღში 2 წლის ბავშვი მასწავლებელმა საძინებელ ოთახში გარდაცვლილი ნახა. ოჯახის წევვრები "პირველებთან" პირველ ინნტერვიუში ამბობენ, რომ ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები არასოდეს ჰქონია, დილით ბავშვი ბაღში გაუშვეს, კვების შემდეგ მასწავლებელმა დააძინა, რამდენიმე საათაში კი ოთახში გარდაცვლილი ნახეს.
საბავშვო ბაღიდან 2 წლის ბავშვი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. მასწავლებლები ამ დრომდე უმძიმეს მდგომარეობაში არიან. პედაგოგები ამტკიცებენ, რომ ბავშვი მთელი დღის განმავლობაში ბაღში უპრობლემოდ იყო, საკვებიც მიიღო, რამდენიმე საათში კი საძინებელ ოთახში შესულ მასწავლებლებს უმძიმესი სურათი დახვდათ. უგონო მდგმარეობაში მყოფი ბავშვის დასახმარებლად ადგილზე სასწრაფო დახმარების გრიგადა გამოიძახეს, თუმცა ექიმებმაა ბავშვის გადარჩენა ვერ მოახერხეს.
რა გახდა მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზი, ეს ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს. სამხარაულის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამას, დაახლოებით, ერთი თვე დასჭირდება.
"პირველების" ინფორმაციით, ზედაპირული დათვალიერებით, ბავშვს დაზიანებები არ აღენიშნებოდა.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.