სულ სხვანაირი 26 მაისი - ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღეს სახალხო ზეიმი დააანონსა
დამოუკიდებლობის დღეს ოლიგარქის რეჟიმი არა, მაგრამ ქვეყნის მთავარ ქუჩაზე ხალხი იდგება. მასშტაბური აქცია დაანონსებულია. სალომე ზურაბიშვილის მოწვევით დედაქალაქს 26 მაისს ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები ეწვევიან და დასავლელი მეგობრები ხალხის გვერდით იქნებიან. მეხუთე პრეზიდენტმა წინააღმდეგობის პლატფორმის წევრებთან და საქართველოს მეგობართა საერთაშორისო ჯგუფთან შეხვედრისას დამოუკიდებლობის დღის ზეიმი უკვე დაანონსა.
26 მაისი სალომე ზურაბიშვილმა საგანგებოდ შეარჩია - ქვეყნის მთავარ გამზირზე მასშტაბურ აქციაზე დასავლეთმა ხალხს მხარდაჭერა უნდა აჩვენოს. მანამდე კი იქნება 9 მაისი - ევროპის დღე, როცა ხალხი ქუჩაში რუსეთის წინააღმდეგ და ევროკავშირის გზის დასაცავად გამოვა.
26 მაისის საორგანიზაციო კომიტეტი უკვე შექმნილია - პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ბიზნესი, ხელოვანები, სტუდენტები, საჯარო მოხელეები, პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები, დემონსტრანტები - ყველა დამოუკიდებლობის გადასარჩენად ერთიანდება. სწორედ საორგანიზაციო კომიტეტი მუშაობს, რომ მთელი დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა ღონისძიება გაიმართოს.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.