რატომ გაყიდა რიყის დოქები - "ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენი, დავით ხიდაშელი რეჟიმს ამხელს

06.05.25 20:48
რატომ გაყიდა რიყის დოქები - "ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენი, დავით ხიდაშელი რეჟიმს ამხელს

ოფიციალური განცხადებით, "ქართული ოცნების მეგობარმა ბიზნესმენმა "ქართული ოცნება" ამხილა. დავით ხიდაშელი ამტკიცებს, რომ საქართველოში არამიმზიდველი საინვესტიციო გარემოა, ამის გამო ვერ შეძლო რიყეზე ნაყიდი დოქების პროექტისთვის ინვესტორის პოვნა, ვინც ფულს ჩადებდა და მიტოვებულ შენობას ახალ სიცოცხლეს შესძენდა.

"ქართული ოცნების" მეგობარი ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ამტკიცებს, რომ ამ მიზეზის გამო დოქები ათ მილიონ დოლარად გაყიდა, ახლა მფლობელმა კი 20 მილინი უნდა დახარჯოს, რომ "ქართული ოცნების" მმართელობის დროს ნაგავსაყრელად ქცეული თანამდეროვე არქიტექტურის ქმნილებას ფუნქცია შესძინოს.

ვინ იყიდა დოქები? საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელი ირაკლი აბესაძე დოკუმენტების შესწავლის შემდეგ ამბობს, რომ ახალი მფლობელი "ქართული ოცნების" მილინერ დეპუტატთან, გიორგი ბარვენაშვილთან დაკავშირებული კომპანიაა. 

საერთაშორისო სანქციების გამო "ქართულ ოცნებას" ის ხალხი ემიჯნება, ვინც წლების განმვალობაში რეჟიმის მსხვერპლი იყო. დავით ხიდაშელისთვისაც, რომელთან ერთადაც "ოცნებამ" დავით გარეჯის სკანდალი ააგორა, ახლა ივანიშვილთან თანამშრომლობა წამგებიანი. ხიდაშელს ჯერ რაჭის ტყეები, რიყის დოქები და კურორტები მისცეს, ახლა კი სანქცირებულ რეჟიმს გაემიჯნა. 

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.