კახეთში მოკლული იდინ ჰამზაევის ოჯახი სისტემის წინააღმდეგ - ოჯახი დამნაშავის დასჯას ითხოვს

06.05.25 20:53
კახეთში მოკლული იდინ ჰამზაევის ოჯახი სისტემის წინააღმდეგ - ოჯახი დამნაშავის დასჯას ითხოვს

საკუთარ მაღაზიაში ჩაცხრილული 40 წლის აიდინ ჰამზაევის მკვლელი ამ დრომდე თავისუფალია. საქართველოს პროკურატურა 3 წელია დამნაშავის კვალზე ვერ გადის. მოკლული ახალგაზრდა კაცის ოჯახი დამნაშავის დასჯას ითხოვს. პროკურატურასთან დღეს სწორედ ამ მოთხოვნით შეიკრიბნენ, ოჯახი უწყებას უმოქმედობაში ამხელს და ამბობს, რომ დამნაშავეს ძალოვან უწყებაში მფარველები ჰყავს და ეს პროცესი ამიტომ ჭიანურდება.

საზარელი მკვლელობა 2022 წლის 21 სექტემბერს ღამის 2 საათზე მოხდა. ნიღბიანმა მამაკაცმა მცირე მეწარმე საკუთარ მაღაზიაში სათვალთვალო კამერების წინ ჩაცხრილა. მას სახის არეში 20-მდე ცეცხლნასროლი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

ოჯახის მტკიცებით, სავარაუდო დამნაშავე მათი თანასოფლელია, რომელმაც გარდაცვლილს გვიან ღამით დაურეკა, ჯერ მაღაზიაში დაიბარა და შემდეგ ჩაცხრილა.

სასტიკი მკვლელობის მოტივზე, ახლობლები ვერ საუბრობენ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ეს ბიზნესტერორთან იყოს დაკავშირებული.

ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.