“ოცნებამ“ თავის მომხრეებს თვალები დაუბრმავა და თავიანთ მოგონილ შიშებზე თხზავენ არაკებს-თათია მექვაბიშვილი

06.05.25 23:16
“ოცნებამ“ თავის მომხრეებს თვალები დაუბრმავა და თავიანთ მოგონილ შიშებზე თხზავენ არაკებს-თათია მექვაბიშვილი

შიშის დათესვა რეჟიმის საკვებია, რეჟიმი ადამიანებში აჩენს შიშს ერთმანეთის და შექმნილი მდგომარეობის მიმართ, - ამის შესახებ ჯგუფ “წინაპრების“ დამფუძნებელმა, თათია მექვაბიშვილმა გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, “ოცნებამ“ თავის მომხრეებს თვალები დაუბრმავა და “ისინი ახლა ამ თავის მოგონილ შიშებზე თხზავენ არაკებს.“

შიშის დათესვა რეჟიმის საკვებია, რეჟიმი ადამიანებში აჩენს შიშს ერთმანეთის და შექმნილი მდგომარეობის მიმართ. რუსულმა ხელისუფლებამ ყველაზე მეტად გამოგონილი ომით შეგვაშინა, მტერი დაგვიხატა მოყვარედ, მოყვარეზე კი საუბრობს, რომ მათგან საშიშროება და საფრთხე მოდის. მან თავის მომხრეებს თვალები დაუბრმავა და ისინი ახლა ამ თავის მოგონილ შიშებზე თხზავენ არაკებს. იგონებენ მსახიობებზე, პროტესტში მონაწილე ადამიანებზე, რეჟიმის პატიმრებზე, რომლებსაც მართლა არაფერი დაუშვებიათ. 

რეჟიმი როცა ფიქრობს, რომ მისი მომხრეები გააჩუმოს, ეს ნიშნავს, რომ ცდილობს, დახატოს შებრუნებული რეალობა, რაღაც მრუდე სარკეები შემოიტანა “რუსულმა ოცნებამ“. ფიქრობენ, რომ ადამიანები ხმას ვეღარ ამოიღებენ,- განაცხადა მექვაბიშვილმა.