ყველაზე ძლიერი იარაღი სოლიდარობაა და “ოცნებას“ ჩვენი სოლიდარობის და ერთად დგომის ეშინია-ქელბაქიანი
ყველაზე მაგარი და ძლიერი იარაღი არის სოლიდარობა, ყველაზე მეტად ამათ ჩვენი სოლიდარობის და ერთად დგომის ეშინიათ, -ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა, ტატო ქელბაქიანმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, “სოლიდარობას ურტყამენ და ზუსტად ამიტომ იყო ფონდებს რომ დაარტყეს“.
“ერთიანობა აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ და სხვადასხვა ფორმით ეს ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ“,- განაცხადა ქელბაქიანმა.
ყველაზე მაგარი და ძლიერი იარაღი არის სოლიდარობა, ყველაზე მეტად ამათ ჩვენი სოლიდარობის და ერთად დგომის ეშინიათ. ჩვენ რომ რუსათველზე ვდგავართ, მიჩნდება განცადა, რომ ბრძოლაში ვარ დიდი ხანია ამ ადამიანებთან ერთად და ეს არის იმხელა ფასდაუდებელი კაპიტალი, რომ ეს ერთიანობა აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ და სხვადასხვა ფორმით ეს ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ.
სოლიდარობას ურტყამენ და ზუსტად ამიტომ იყო ფონდებს რომ დაარტყეს, მაგრამ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? ერთ კარებს დახურავენ, მეორე უნდა გავაღოთ, მეორეს დახურავენ მესამე და ა.შ.“,- განაცხადა ქელბაქიანმა.