ე.წ. მშვიდობის დროს სიბნელეში გარეთ გამოსვლის შიში მაქვს და შვილებსაც არ ვუშვებ-სინდისის პატიმრის მეუღლე

06.05.25 23:44
ე.წ. მშვიდობის დროს სიბნელეში გარეთ გამოსვლის შიში მაქვს და შვილებსაც არ ვუშვებ-სინდისის პატიმრის მეუღლე

სინდისის პატიმრის, ვეფხია კასრაძის მეუღლე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე, უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობს თავს და სიბნელეში გასვლის შიში აქვს და არც შვილებს უშვებს გარეთ.

ელენე კასრაძე ამბობს, რომ „ყველა სფეროში და ნაბიჯზე შეიმჩნევა ის რეგრესი, რასაც ქვეყანა განიცდის და რაზედაც გული სწყდება.“

სინდისის პატიმრის მეუღლე საოკუპაციო ხაზთან არსებულ რეალობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ “იქ პროპაგანდა ძალიან ძლიერად მუშაობს.“

აშტერებენ ადამიანებს, რომ ჩვენ ვართ ბედნიერები, ჩვენთან არის მშვიდობა, მაგრამ ამ ე.წ. მშვიდობის დროს მე სიბნელეში გარეთ გამოსვლის შიში მაქვს და ჩემ შვილებსაც არ ვუშვებ, უსაფრთხოდ, მე მგონი, არცერთი დედა აღარ გრძნობს თავს. მაინცდამაინც უბედურება და გასაჭირი უნდა მოხდეს, რომ რეალურად დავინახოთ, არ ვართ ბედნიერები. ყველა სფეროში და ყველა ნაბიჯზე არის რეგრესი და ძალიან გული მწყდება.

აქვე მინდა დავამატო, რომ საოკუპაციო ხაზთან პროპაგანდა ძალიან ძლიერად მუშაობს,  დიდი მეგობრის კომპლექსია და რაც არ უნდა იყოს, კი ძმა მომიკლეს, სახლი გადამიწვეს, ბევრი უბედურება და გასაჭირი გადავიტანეთ, მაგრამ მეგობარია, დიდია, მეზობელია და სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს, -განაცხადა ელენე კასრაძემ.