თათია აფრიამაშვილის ინფორმაციით, სეუ-ს სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთ წევრს სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ

06.05.25 23:49
თათია აფრიამაშვილის ინფორმაციით, სეუ-ს სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთ წევრს სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ

სამოქალაქო აქტივისტის, თათია აფრიამაშვილის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთ წევრ გოგოს სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

აფრიამაშვილი გოგონას სახელს გვარს არ ასაჯაროებს და ამბობს, რომ მისმა ოჯახის წევრებმა არ იციან და არ უნდა, რომ ინერვულონ.

"დღეს სეუ-ს სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთ წევრს, გოგოს, სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. სახელს და გვარს ვერ დავწერ, ოჯახიდან გამომდინარე, არ უნდა რომ გაიგონ, ინერვიულებენო...", - წერს ის.