გარდაცვლილი პატიმრის, იოსებ გორგაძის საქმე სტრასბურგში წავა

გარდაცვლილი პატიმრის, იოსებ გორგაძის ადვოკატის, მუხრან ღურწკაიათქმით, 46 წლის კაცის საქმეზე სასამართლო დავას აპირებენ.
ღურწკაიას თქმით, საბოლოოდ, გორგაძის საქმეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წაიღებენ.
"ჩვენ ვაპირებთ სამართლებრივ დავას, ჯერ საქართველოს ფარგლებში და შემდგომ, რა თქმა უნდა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში იმიტომ, რომ რეალურად ფაქტი ერთი რამ არის, რომ სრულიად ჯანმრთელი ადამიანი, ცოცხალი ადამიანი შევიდა პენიტენციურ დაწესებულებში და მკვდარი გამოიყვანეს იქიდან. აქ დარღვეულია ადამიანის ყველა უფლება და ჩვენ ვაპირებთ ყველანაირ სამართლებრივ დავას ამ საქმეში იმიტომ, რომ სხვანაირად ფიზიკურად არის შეუძლებელი.
ფაქტი ის არის, რომ პენიტენციური სამსახური და საგამოძიებო ორგანოები ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ადგენენ". - თქვა ტვ პირველთან საუბრისას ღურწკაიამ.
იოსებ გორგაძე ვივამედში სახის 30-მდე მოტეხილობით და ტვინის შეშუპებით შეიყვანეს, სამინისტრო კი ამტკიცებს რომ მძიმე დაზინებები 46 წლის კაცმა არა ცემით, არამედ ინსულტის შემდეგ, სასწრაფო დახმარების მანქანაში გადმოვარდნით მიიღო.