"რუსეთის დაკვეთების შემსრულებელთა ყრილობა" - ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარეს პროტესტის ფონზე აირჩევს

07.05.25 11:40
"რუსეთის დაკვეთების შემსრულებელთა ყრილობა" - ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარეს პროტესტის ფონზე აირჩევს

სასტუმრო "პარაგრაფთან", "ქართული ოცნების" ახალი თავმჯდომარის არჩევის პარალელურად, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და პროევროპული აქციების მონაწილეები შეიკრიბებიან. 

მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილს "ქართულ ოცნებას" ყრილობის ჩატარება პროტესტის ფონზე მოუწევს.

სინდისის პატიმრის, ვეფხია კასრაძის ცოლის  განმარტებით ის აქციაზე გამოსვლას აპირებს და ამბობს, რომ უსამართლობას არასდროს შეეგუება.

ჩვენ ყველა ნაბიჯზე, ყველა წუთს და ყველა წამს უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვერ ვეგუებით, არ ვეგუებით და არასდროს არ შევეგუებით უსამართლობას, უკანონობას, რუსეთის გუბერნიად გადაქცევას - ამბობს ელენ კროტენკო-კასრაძე. 

პროტესტს უერთდება ჯგუფ "წინაპრების" დამფუძნებელი, თათია მექვაბიშვილიც, რომელიც "ოცნების" მიერ დანიშნული თავმჯდომარეს "რუსეთის დაკვეთის" შემსრულებელს უწოდებს. 

მისი თქმით,  საზოგადოებამ აუცილებლად უნდა გააპროტესტოს "ოცნების" გადაწყვეტილებები, რომლებიც ქვეყნის მათ კერძო საკუთრებად გადაქცევას ემსახურება. 

მათი ყრილობა არის მორიგი ფარსი, სადაც დანიშნავენ კიდევ ერთ რომელიმე წარმომადგენელს, სახელს და გვარს მნიშვნელობა არ აქვს, რომელიც შეასრულებს რუსეთის დაკვეთას, ამიტომ, ჩვენ, საზოგადოება, რომელიც ამდენი დღეა ვდგავართ და ვაპროტესტეთ მათ მმართველობას, მათ გზას, მათ გადაწყვეტილებას, რომ თავისთვის დაიკანონონ ეს ქვეყანა და იყოს ამ ერთი პარტიის სულისჩამდგმელის კერძო საკუთრება, აუცილებლად გავაპროტესტებთ - ამბობს თათია მექვაბიშვილი.

პარტია "ქართული ოცნების" ყრილობა დღეს, 14:00 საათზე სასტუმრო "პარაგრაფ თბილისში" გაიმართება.

პარტიი რიგით მე-9 ყრილობაზე აიჩევენ "ქართული ოცნების" ახალ თავმჯდომარეს, ასევე, განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა.

 ფოტო: MO SE