არჩილ მუსელიანცის დედობილი პატიმრის მონახულებას ითხოვს: "არ ჰყავს მშობლები, ნათესავები, მასთან არ შედის არავინ"

07.05.25 12:48
არჩილ მუსელიანცის დედობილი პატიმრის მონახულებას ითხოვს: "არ ჰყავს მშობლები, ნათესავები, მასთან არ შედის არავინ"

 

 


"არ ჰყავს მშობლები, ნათესავები მეექვსე თვეა მასთან არ შედის არავინ" - სინდისის პატიმრის არჩილ მუსელიანცის დედობილი პენიტენციურ დაწესებულებას მიმართავს, რომ გამონაკლისი დაუშვას და პატიმრის მონახულების უფლება მისცეს. 

ქალი ამბობს, რომ აქციებისას დაკავებული ძალიან იჩაგრება. 

სასამართლოს და მოსამართლეების არანაირი იმედი არ გვაქვს, უბრალოდ მოვდივართ მეც და მეგობრებიც იმისთვის, რომ არჩილი ვნახოთ. როგორც იცით, არჩილს არ ჰყავს მშობლები, თვეების იყო რომ გარდაეცვალნენ. ასევე არ ჰყავს ნათესავები და უკვე მეექვსე თვე დაიწყო არჩილთან არ შედის არავინ. არ გვიშვებენ, არც მე, არც მის მეგობრებს. ახლა ვითხოვ პენიტენციური განყოფილებისგან, რომ დაუშვას გამონაკლისი. ძალიან იჩაგრება. დაგვიშვან მეც და მისი მეგობრებიც მასთან,  რადგან როგორც იცით მე მას ვპატრონობ, იგი მე მიმიჩნევს ოჯახის წევრად - არჩილ მუსელიანცი

შეგახსენებთ, არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგში, აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას.

დღეს კი სასამართლო პროცესზე  არჩილ მუსელიანცის საქმეზე მოწმე ექსპერტები და ძალოვანი უწყების წარმომადგენლები დაიკითხებიან.