"ოცნება" ყრილობისთვის ემზადება - "პარაგრაფთან" პოლიციის უპრეცედენტო მობილიზებაა

07.05.25 13:13
"ოცნება" ყრილობისთვის ემზადება - "პარაგრაფთან" პოლიციის უპრეცედენტო მობილიზებაა

სასტუმრო "თბილისი პარაგრაფთან", სადაც დღეს, 14:00 საათზე "ქართული ოცნების" ყრილობა უნდა გაიმართოს, პოლიციის უპრეცედენტო მობილიზებაა.

სავარაუდოდ, სინდისის პატიმრებისა და პროევროპული აქციების მონაწილეების მიერ ყრილობის პარალელურად დაანონსებული აქციის გამო, საპატრულო პოლიციის ათობით ეკიპაჟი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები, კრიმინალური პოლიცია და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელები გამოიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს ბიძინა ივანიშვილის მყუდროების დაცვას ეცდება თუმცა, ხმაურიანი პროტესტის ხმას დიდი ალბათობით, ოლიგარქი მაინც გაიგებს. აქციის მონაწილეები სასტუმროსთან ზუსტად ერთ საათში მივლენ, თუმცა დიდი ალბათობით მათ შესასვლელთან უკვე პოლიციის რამდენიმე ხაზიანი კორდონი დახვდებათ. 

მსგავსი სიახლეები