არჩილ მუსელიანცის საქმე - ვინ დაიკითხა დღევანდელ პროცესზე
არჩილ მუსელიანცის საქმე - სინდისის პატიმრის სასამართლო პროცესზე დღეს პროკურატურას ორი ექპერტი ჰყავდა მიყვანილი.
მუსელიანცის ადვოკატის თქმით, ორივე მოწმის მხრიდან " გარკვეული კარგი ინფორმაციები" იქნა გაჟღერებული, რომელსაც დაცვის მხარე დასკვნით სიტყვაში გამოიყენებს.
ბრალდების მხარეს სულ ორი მოწმე ჰყავდა წარმოდგენილი. ორივე იყო ექპსერტი. ერთ-ერთი ვინც ხმის ნიმუშ აუღო არჩილ მუსელიანცს და მეორე. მათ ისაუბრეს, თუ რა საგამოძიებო მოქმედებებშიც მიიღეს მონაწილეობა და ვთვლი, რომ გარკვეული კარგი ინფორმაციები იყო გადმოცემული მათი მხრიდან, რომელიც ჩვენი მხრიდან დასკვნით სიტყვაში იქნება გაჟღერებული. არცერთი საგამოძიებო მოქმედება არ არის ისე ჩატარებული, სადაც გონივრული ეჭვი არ გაჩნდება მტკიცებულებების სანდოობასთან დაკავშირებით", - თქვა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგში, აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას.
დღეს კი სასამართლო პროცესზე არჩილ მუსელიანცის საქმეზე მოწმე ექსპერტები და ძალოვანი უწყების წარმომადგენლები დაიკითხებიან.