რა ეტაპზეა ჩიკვაიძე/პაპიაშვილის საქმე - დაკავებული ბიზნესმენის ოჯახი ექსპერტიზას ითხოვს

07.05.25 15:55
რა ეტაპზეა ჩიკვაიძე/პაპიაშვილის საქმე - დაკავებული ბიზნესმენის ოჯახი ექსპერტიზას ითხოვს

გიორგი ჩიკვაიძის და ირაკლი პაპიაშვილის საქმეზე სასამართლო ადვოკატების დასკვნით სიტყვას ისმენს - მოსამართლე იზა კელენჯერიძემ სხდომა გიორგი ჩიკვაიძის გარეშე გახსნა. დღევანდელს პროცესს მხოლოდ ირაკლი პაპიაშვილი ესწრება. ოჯახის წვრები არ გამორიცხავენ, რომ მოსამართლემ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დღესვე გამოაცხადონ. ახლა მთავარი კითხვაა, დაადებენ თუ არა ირაკლი პაპიაშვილსაც ხელბორკილებს სხდომათა დარბაზში.

რთულია, რომ რაიმე მოლოდინი შეიქმნა იმ გარემოებებში, როდესაც გიორგი დააკავეს სრულიად უმიზეზოდ, ასევე არც ჩემს წინააღმდეგ აქვთ რაიმე სამხილი, რაიმე მტკიცებულება. სრულიად საქართველომ მოისმინა პირდაპირ ეთერში ჩემს წინა პროცესზე, როდესაც ვიკითხებოდი და ასევე პროკურატურის დასკვნითი სიტყვის დროს, როცა პროკურატურამ ვერანაირი სამხილი ვერ წარმოადგინა როგორც გიორგის, ასევე ჩემს წინააღმდეგ", - ამბობს ირაკლი პაპიაშვილი. 

პარალელურად გიორგი ჩიკვაიძის ოჯახი ალტერნატიულ ექსპერტიზას მოითოვს იმის დასადგენად, რა ნივთიერებებია დაპატიმრებული ბიზნესმენის სისხლში.

სასამართლოს იმედი არ მაქვს, ეს შემიძლია გითხრათ. პლიუს დღეს გადაწყდება ირაკლის ბედიც, სავარაუდოდ. რას გამოგვიტანენ ვერდიქტს. არასწორად იქცევით ყველა. სიახლე გვაქვს ის, რომ ჩვენ უკვე ოჯახს ეჭვი გვაქვს და უკვე ამაში თითქმის დარწმუნებულებიც ვართ და გიორგიც და ვიწყებთ უკვე პროცედურებს, რომ დაგვრთონ ნება, რომ ჩავატაროთ გიორგის ექსპერტიზა სისხლში მძიმე ტოქსიკური მეტალების შემცველობაზე. რომ ეს მარტო სიტყვები კი არ არის, ჩვენ ვგრძნობთ რომ ეს ასე და ჩვენ გვჭირდება ამის დამადასტურებელი ცნობა", - ამბობს ჩიკვაიძის დედა. 

  • შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩიკვაიძეს და და ირაკლი პაპიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 7-დან 11- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ მითვისებისთვის ბრალდებულ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალეს – 50,000-ლარიანი გირაოს ნაცვლად, მას პატიმრობა შეეფარდა.  

მსგავსი სიახლეები