მზადება 9 მაისის მარშისთვის - ევროპის დღეს თბილისში საპროტესტო მსვლელობები გაიმართება

07.05.25 15:52
მზადება 9 მაისის მარშისთვის - ევროპის დღეს თბილისში საპროტესტო მსვლელობები გაიმართება

დიდი მზადება 9 მაისის მარშისთვის - ევროპის დღეს თბილისის ქუჩები ისევ საპროტესტო მსვლელობებით გადაივსება. არალეგიტიმურად გამოცხადებული მთავრობის რეპრესიული და ანტიევროპული პოლიტიკის მიუხედავად, ქართველი ხლახი ამ დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირებს მოსახლეობის ურყევ ნებას - გახდეს საქართველო ევროპული ოჯახის წევრი.

უკვე ჩანიშნულია 4 მარში, რომლებიც სიმბოლურად ევროპის მოედანზე დასრულდება. შეკრების ადგილებია მარჯანიშვილის მოედანი, ავლაბრის მეტრო, პარლამენტი და რესპუბლიკის მოედანია.

9 მაისს ქუჩაში გასვლას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები გეგმავენ.

ევროპის დღეა, ჩვენი პროტესტის, ჩვენი წინააღმდეგობის, მოძრაობის ნაწილია ეს დღე, მაგრამ ასევე ისტორიული, დიდი მნიშვნელობის მატარებელი, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ შევხვდეთ ერთმანეთს, კიდევ ერთხელ დავანახოთ ევროპას, რომ ქართველი ერი არის თანმიმდევრული თავის იდეალებში და თავის სურვილებში, რომ საქართველო იყოს ევროპის ნაწილი, - ამბობს მწერალი ლაშა ბუღაძე. 

მწერალი და გამომცემელი ზვიად კვარაცხელია ამბობს, რომ ქუჩაში გასვლა მნიშვნელოვანია, რადგან "ოცნებამ" ევროპა საბოლოოდ არ ჩახერგოს.  

იმიტომ, რომ ევროპა არ ჩახერგოს "ქართულმა ოცნებამ". მისი ეს მცდელობები არის ღალატი ჩვენი ქვეყნის ინტერესისა და ხალხის არჩევანისა, ამიტომ ჩვენ უნდა აღვადგინოთ გზები ევროპასთან და ევროპულ ფასეულობებთან, - ამბობს ზვიად კვარაცხელია. 

 

მსგავსი სიახლეები