გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა, მის ბიზნესპარტნიორ პაპიაშვილს კი 8 წლით

07.05.25 16:27
გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა, მის ბიზნესპარტნიორ პაპიაშვილს კი 8 წლით

 

 

რეჟიმის მახმილებელ ბიზნესმენს, გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა, ხოლო მის ბიზნესპარტნიორს, ირაკლი პაპიაშვილს 8 წლით.

გადაწყვეტილება მოსამართლე იზა კელენჯერიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მან ცოტა ხნით შეუშვა გაძევებული პატიმარი სხდომაზე, რათა ჩიკვაიძეს გადაწყვეტილება მოესმინა, ამის შემდეგ კი სხდომა დახურა. 

  • გიორგი ჩიკვაიძე დღეს სასამართლოში მხოლოდ გადაწყვეტილების მოსასმენად, რამდენიმე წამით მიიყვანეს, ისე რომ მისი ეტაპირების შესახებ ინფორმაცია არც ოჯახს და არც ადვოკატებს არ ჰქონიათ.

ჩიკვაიძე წინასწარ პატირმობაში იყო, მისი ბიზნესპარნტნიორს კი დარბაზშივე დააკავებენ და გლდანის პენტიენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ.

გადაწყვეტილების გამოცხადებას სხდომათა დარბაზში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

როგორც დაცვის მხარე ამბობს, საქმე სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლებს. 

“მოცემული საქმე სამოქალაქო საქმეს წარმოადგენდა, რისი მტკიცებებიც დაცვის მხარემ წარადგინა.

ჩვენი პოზიცია დასაბუთებული იყო. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერი არ არის. ჩვენ მას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ. შემდგომ თუ კანონის შესაბამისად დაგვჭირდება - სტრასბურგის სასამართლოშიც“, - განაცხადა ადვოკატმა თემურ ადონიამ.

  • შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩიკვაიძეს და და ირაკლი პაპიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 7-დან 11- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ მითვისებისთვის ბრალდებულ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალეს – 50,000-ლარიანი გირაოს ნაცვლად, მას პატიმრობა შეეფარდა.