იზა კელენჯერიძე და გაბიტაშვილი ჩემი შვილის მკვლელობის მონაწილეა - ჩიკვაიძის დედის პირველი კომენტარი
ამოწყდით! - ასე ეხმაურება გიორგი ჩიკვაიძის დედა მოსამართლე იზა კელენჯერიძის მიერ გამოცხადებულ განაჩენს, რომელმაც გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით ხოლიო მის ბიზნესპარტნიორს 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
- გიორგი ჩიკვაიძე დღეს სასამართლოში მხოლოდ გადაწყვეტილების მოსასმენად, რამდენიმე წამით მიიყვანეს, ისე რომ მისი ეტაპირების შესახებ ინფორმაცია არც ოჯახს და არც ადვოკატებს არ ჰქონიათ.
ეკა წერეთელი ამბობს, რომ მოსამართლე იზა კელენჯერიძე და პროკურორი გაბიტაშვილი მისი შვილის "მკვლელობის მონაწილეა"
გიორგის მოყვანას არ ველოდებოდი. მოიყვანეს სპეციალურად. ეტლს მიჯაჭვვული, უმძიმეს მდგომარეობაში ადამიანი იმისათვის, რომ ეთქვათ, რომ მიუსაჯეს 9 წელი და იქვე ბორკილები დაადეს ირაკლი პაპიაშვილს, სრულიად უდანაშაულო ადამიანს და სტუდენტი 8 წლით გაისტუმრეს ციხეში. არასოდეს არ დამიწყევლია არავინ, მაგრამ მგონი წყევლაზე ჯარიმა არ არის. იზა კელენჯერიძე და გაბიტაშვილი არის ჩემი შვილის მკვლელობაში მონაწილე. მათ მოწამლეს ჩემი შვილი. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს პროცედურა, რომ ეს დავადასტუროთ. და კიდევ უდანაშაულო, ახალგაზრდა ადამიანი გაუშვეს 8 წლით ციხეში. ამოწყდით!" - ამბობს გიორგი ჩიკვაიძის დედა.
რეჟიმის მახმილებელ ბიზნესმენს, გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა, ხოლო მის ბიზნესპარტნიორს, ირაკლი პაპიაშვილს 8 წლით. გადაწყვეტილება მოსამართლე იზა კელენჯერიძემ გამოაცხადა.
- შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩიკვაიძეს და და ირაკლი პაპიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 7-დან 11- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ მითვისებისთვის ბრალდებულ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალეს – 50,000-ლარიანი გირაოს ნაცვლად, მას პატიმრობა შეეფარდა.