რას ამბობენ "გალერია თბილისში" ბომბის არსებობის საფრთხეზე გავრცელებულ განცხადებაზე

"გალერა თბილისში" ამბობენ, რომ მას შემდეგ რაც ამერიკის საელჩომ ინფორმაცია გაავრცელა, მოხდა გადამოწმება შესაბამის უწყებებთან, რომელებიც არ ფლობენ აღნიშნულ ინფორმაციას.
აშშ-ის საელჩო მოქალაქეებს თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის არსებობის საფრთხზე აფრთხილებს ჩამონათვალში, სავაჭრო ცენტრი გალერია თბილისიც ფიგურირებს.
საელჩოს განცხადებაში დასახელებულია ასევე - სავაჭრო ცენტრი ისთ ფოინთი – ალექსანდრე თვალჩერილიძის 2 და თბილისის სავაჭრო ზონა - დავით აღმაშენებლის 16
შესაბამის უწყებებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხიოების სამსახურს განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებიათ.