სავარაუდო კორუფციაში ჩაფლული ჩინოვნიკები - ბიუჯეტიდან მიტაცებულია მილიარდობით ლარი
231 საქმე, 200-ზე მეტი ჩინოვნიკი და არცერთი გამოძიებული შემთხვევა - "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის ფაქტები შეაგროვა. ირკვევა, რომ ოცნების ხელისუფლების პირობებში მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვებიდან ჩინოვნიკებთან და ოლიგარქთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 3 მლრდ ზე მეტი წაიღეს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, სავარაუდო კორუფციაში ჩართულია ყველა მაღალი რგოლიდან დაწყებული, რიგითებით დასრულებული.
მინისტრები, დეპუტატები, მიოსამართლეები, მუნიციპალური თანამდებობის პირები - ორგანიზაციის კვლევით, ყველა სავარაუდო კორუფციაშია ჩართული. კვირაში მინიმუმ 2 ჩინოვნიკი კორუფციულ სკანდალში ეხვევა. მხოლოდ ბოლო თვეც კარგად აჩვენებს, რა მასშტაბებთან გვაქვს საქმე. თბილისის მერის მოადგილის დაუსაბუთებელი მილიონიანი ქონება და ნინო წილოსანის ნათესავის სავარაუდო კორუფცია ელიტური კორუფციიის შემთხვევების სიას უკვე შეემატა.
საერთაშორისო გამჭვირვალობამ შეისწავლა გია ჭყონიას საქმე, გადეპუტატებულმა ბიზნესმენმა და მისმა კომპანიამ მხოლოდ არჩევნების შემდეგ 37 მილიონი ლარი მიიღო ბიუჯეტიდან. სიაშია ვიქტორ ჯაფარიძის გარემოცვის გამდიდრების საქმეც. მის ოჯახთან დაახლოებული დავით ჩართოლანის კომპანიამ ბოლო 3 წელში მხოლოდ მესტიაში 17 მილიონის შესყიდვები მიიღო.
დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.