მოწმე პოლიციელები, რომლებმაც "არაფერი იციან "და არც "არაფერი ახსოვთ" - რა ხდებოდა სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესებზე

სასამართლოში მისული პოლიციელები, რომლებმაც "არაფერი იციან" და "არც არაფერი ახსოვთ" და მოწმეების კიდევ ერთი მხილება სასამართლო დარბაზში.
ირაკლი მიმინოშვილმა, დღეს მისი დაკავების ოპერაციაში მონაწილე პოლიციელი არასათანადო მოპყრობაში სასამართლო დაბაზში ამხილა. სინდისის პატიმარს, რომელსაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან, გელა გულორდავასთან ბევრი კითხვა ჰქონდა, თუმცა ერთადერთი პასუხი რაც პროკურატურის მოწმისგან მიიღო იყო - არ ვიცი და არ მახსოვს.
დღეს სასამართლოში მისული იყო პოლიციელი გიორგი ზაბახიძეა, რომელაცმ თქვა, რომ არ იცის რას ედავებიან სინდისის პატიმრებს და რა საქმეზეა დაზარალებულად ცნობილი. ზაბახიძე თავიდან ამტკიცებდა რომ დაკავებულებიდან მხოლოდ ერთ ბრალდებულს გიორგი გორგაძეს იცნობდა, თუმცა აღმოჩნდა რომ ისს ნიკოლოზ ჯავახიშვილის საქმეშიც ფიგურირებს.
დღეს ასევე გაირკვა, რომ სინდისის პატიმრების სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი ერთ პოლიციელს ორჯერ მისცა. ანუ პოლიციელი რომელიც ერთ დღეს დაშავდა, რვა პირიან საქმეზეც მისცემს ჩვენებას და 11-ზეც. ორგზის დაზარალებული რომ არის, ეს დღეს სასამართლოში გივი წიქორიძეს წამოსცდა. მან სასამართლოს ჩვენება ისე მისცა რომ არ დაუკონკრეტებია შინაგან საქმეთა სამინსიტროს რომელ დეპარტამენტში მუშაობს.
დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.