ევროპის დღე ევროპის მოედანზე - ხალხი 9 მაისის მარშისთვის ემზადება
ევროპის დღე ევროპის მოედანზე - დედაქალაქი 9 მაისის მარშისთვის ემზადება. პარლამენტი, რესპუბლიკის მოედანი, მარჯანიშვილის მოედანი და მეტრო ავლაბარი. ამ 4 ლოკაციიდან 17:00 საათზე დაიძვრებიან მასშტაბური მსვლელობების მონაწილეები. 19:00 საათზე კი შეკრების მთავარი ადგილი ევროპის მოედანი იქნება. ეს იქნება კიდევ ერთი ხმამაღალი გზავნილი, რომ ქვეყნის ევროპული კურსი უცვლელია.
სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები, საჯარო მოხელეები და ყველა ის მოქალაქე, რომელიც თვლის, რომ ამ ქვეყნის მომავალი ევროკავშირშია პარასკევს ქუჩაში იდგება. ევროპის დღეს ერთად ევროპის მოედანზე, უცვლელი მოთხოვნებით. 7 თვიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგაც თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის ბრძოლა გამარჯვებამდე გრძელდება.
დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.