ახალი საქმე მზია ამაღლობელის წინააღმდეგ - სინდისის პატიმარი რეჟიმის სამიზნე კიდევ ერთხელ გახდა
შინაგან საქმეთა სამინსიტრომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ახალი საქმე აღძა, ამჯერად ადმინისტრაციული. სამი თვის შემდეგ ჟურნალისტის სამართადამღვევად გამოცხადებას ითხოვენ იმის გამო, რომ მან აქციის დროს პოლციიის შენობის დამხმარე ნაგებობას სტიკერი მიაკრა, რომელიც 5 წამში მოხსნეს. შსს კი ახლა ამტკციებს, რომ ამით იერსახე დამახინჯდა.
მზია ამაღლობელის წინააღმდეგ წამოწყებული ახალი ადმინისტრაციული საქმე დღეს ბათუმის სასამართლოში დაიწყო, თუმცა მოსამართლე მარიანა ფომაევამ დაკავებული ჟურნალისტის მოთხოვნის საფუძველზე გადადო.
დღეს ასევე გაირკვა, რომ მზია ამაღლობელი კობახიძის, მდინარაძისა და სუბარის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. სარჩელით, რომელიც უკვე სასამართლოშია, მზია ამაღლობელი "ოცნების" წევრებისგან სხვადასხვა სამთავრობო მედიაში გაკეთებული განცხადებების უარყოფას მოითხოვს.
დეტალები, ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.