"ისთ ფოინთში" ევაკუაცია არ არის გამოცხადებული

სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის არსებობის საფრთხის შესახებ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადების შემდეგ, "პირველები" "ისთ ფოინთს"დაუკავშირდა - სავაჭრო ცენტრში ამბობენ, რომ ისინი მჭიდროდ თანამშრომლობენ შესაბამის ორგანოებთან.
ისთ ფოინთის უსაფრთხოების სამსახური პირველი წუთიდან ინფორმირებულია და მჭიდროდ თანამშრომლობს შესაბამის ორგანოებთან, მივყვებით მათ ინსტრუქციებს. შესაბამისად, ისინი ატარებენ გარკვეულ სამუშაოებს ჩვენს ტერიტორიაზე და ჩვენ მათ ვეთანამშრომლებით. ამ ეტაპზე ევაკუაცია გამოცხადებული არ არსიო, იმიტომ რომ ასეთი ინსტრუქცია არ არის"- აღნიშნავენ "ისთ ფოინთის" პრესსამსახურში.
"გალერა თბილისში" კი აღნიშნეს, რომ მას შემდეგ რაც ამერიკის საელჩომ ინფორმაცია გაავრცელა, მოხდა გადამოწმება შესაბამის უწყებებთან, რომელებიც არ ფლობენ აღნიშნულ ინფორმაციას.
არცერთი ობიექტიდან მოქალაქეების ევაკუაცია არ განხორციელებულა.
აშშ-ის საელჩო საქართველოში მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ თბილისის სამ მსხვილ სავაჭრო ცენტრში: ისთ ფოინთში, გალერეა თბილისში და თბილისი მოლში მისვლისგან, ბომბის არსებობის შესაძლო საფრთხის გამო.