ვმუშაობთ ცრუ შეტყობინების ფაქტზე - სუს-ის პირველი კომენტარი

საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ გამაფრთხილებელ განცხადებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პირველ კომენტარს აკეთებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფები მუშაობენ მორიგ ცრუ შეტყობინებაზე"- აცხადებენ სუსში.
სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის არსებობის საფრთხის შესახებ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადების შემდეგ, "პირველები" "ისთ ფოინთს"დაუკავშირდა - სავაჭრო ცენტრში ამბობენ, რომ მათთან ამ დრომდე რაიმე შეტყობინება არ შესულა.
"გალერა თბილისში" კი აღნიშნეს, რომ მას შემდეგ რაც ამერიკის საელჩომ ინფორმაცია გაავრცელა, მოხდა გადამოწმება შესაბამის უწყებებთან, რომელებიც არ ფლობენ აღნიშნულ ინფორმაციას.
არცერთი ობიექტიდან მოქალაქეების ევაკუაცია არ განხორციელებულა.
აშშ-ის საელჩო საქართველოში მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ თბილისის სამ მსხვილ სავაჭრო ცენტრში: ისთ ფოინთში, გალერეა თბილისში და თბილისი მოლში მისვლისგან, ბომბის არსებობის შესაძლო საფრთხის გამო.