სუს-მა საელჩოს განცხადება ანტიამერიკული განწყობების გაღვივებისთვის გამოიყენა - გიორგი შაიშმელაშვილი

08.05.25 11:18
სუს-მა საელჩოს განცხადება ანტიამერიკული განწყობების გაღვივებისთვის გამოიყენა - გიორგი შაიშმელაშვილი

სუს-ის მიერ გავრცელებულმა განცხადებამ, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამერიკის საელჩოს ბომბის  არსებობის საფრთხის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ აკრიტიკებს, ექსპერტებში გააჩინა განცდა, რომ ქართულ და ამერიკულ მხარეებს შორის ნდობა მინიმუმამდეა დასული.

როგორც ჩანს, კომუნიკაცია იმდენად არის შემცირებული, საელჩო ერთი მხრივ, ვალდებული იყო საკუთარი მოქალაქეების ინფრომირება მოეხდინა და მეორე მხრივ, სუსი ელოდებოდა, რომ შემდეგ გაეკეთებიან ეს მწვავე განცხადება -ამბობს "პირველებთან" სამხედრო ექსპერტი, გიორგი შაიშმელაშვილი. 

შაიშმელაშვილის თქმით, სუს-მა აღნიშნული საკითხი ანტიამერიკული განწყობების გაღვივებისთვის გამოიყენა. 

სუს-მა გადაწყვიტა ეს საკითხი გამოეყენებინა ანტიამერიკული განწყობების გაღვივებისთვის და მეორე მხრივ, საელჩო ვალდებული იყო საკუთარი მოქალაქეები გაეფრთხილებინა. სუს-მა ეს კარგად იცოდა, დაელოდნენ საელჩოს განცხადებას, კიდევ ვიმეორებ, ამის ვალდებულება აქვთ მათ და ამის შემდეგ გააკეთეს ის განცხადება რაც გააკეთეს და მეორე მხირვ, იმ წუთშივე ამუშავდა პროპაგანდა, რომელმაც დაიწყო ამერიკის საელჩოს გაშავება. ეს მიანიშნებს უნდობლობის ხარისხზე, რომელიც დღეს გაჩნდა ამერიკულ მხარესა და ჩვენს შორის. საუკეთესო შემთვევაში, სუს-ს რაღაც მოსაზრდებებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ეთხოვა საელჩოსთვის, რომ გადადებულიყო ამ განცხადების გაკეთება, ოღონდ ამისთვის დასაბუთებული არგუმენტები უნდა მიეწოდებინა. როგორც ჩანს, ეს კომუნიკაცია იმდენად არის შემცირებული, საელჩო ერთი მხრივ, ვალდებული იყო საკუთარი მოქალაქეების ინფრომირება მოეხდინა და მეორე მხრივ, სუსი ელოდებოდა, რომ შემდეგ გაეკეთებიან ეს მწვავე განცხადება", - ამბობს გიორგი შაიშმელაშვილი. 

საქართველოში აშშ-ის საელჩომ 7 მაისს გაავრცელა განცხადება, სადაც დიპლომატიური უწყება წერდა, რომ მიიღეს შეტყობინება თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში სავარაუდო ბომბის არსებობის შესახებ

საფრთხის შესახებ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას სახელმწიფო უაფრთხოების სამსახური სპეციალური განცხადებით გამეხმაურა და დიპლომატიური უწყება გააკრიტიკა. 

სუს-მა აშშ-ის საელჩო თბილისში შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებაში დაადანაშაულა

 

 

მსგავსი სიახლეები