"ეს არის ქართველი ხალხის მიმართ ძალიან დიდი მხარდაჭერის გამოხატულება" - "MEGOBARI აქტი" სენატში

ივანიშვილის რეჟიმი სანქცირების დოკუმენტი, "მეგობარი აქტი" უკვე სენატშია. სახელმწიფოს მიმტაცებელთა სიის შესახებ ძალიან მალე, სავარაუდოდ, უახლოეს კვირაში გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელებენ, შემდეგ კი მხოლოდ დონალდ ტრამპის ხელმოწერა დარჩება.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, ასეთი სწრაფი ტემპით "მეგობარი აქტის" კალენდარში ჩასმა ქართველი ხალხის მიმართ ძალიან დიდი მხარდაჭერის გამოხატულებაა.
ეს არის ქართველი ხალხის მიმართ ძალიან დიდი მხარდაჭერის გამოხატულება. ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრი საკითხია, რაც აშშ-ში განიხილება, მათ შორის მათი შიდა საკითხები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრი მხარდამჭერია, როგორც რესპუბლიკურ პარტიაში, ისე დემოკრატებში ჩვენი ქვეყნის და ხალხის მამართ. ამიტომ, ეს აშკარაა, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ მხარში დაუდგენენ საქართველოში დამოუკიდებლობისთვის და დემოკრატიისთვის მებრძოლ მოქალაქეებს", - ამბობს გიგაური.
შეგახსენებთ, რომ 6 მაისს, წარმომადგენელთა პალატაში MEGOBARI აქტს მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა, რაც კანონპროექტის 80%-იანი მხარდაჭერაა.