"ეს დღეს "ქოცებზე" და "კგბეშნიკებზე" გამარჯვების დღედ უნდა იქცეს" - მზადება 9 მაისის ევროპული მარშისთვის

08.05.25 11:52
"ეს დღეს "ქოცებზე" და "კგბეშნიკებზე" გამარჯვების დღედ უნდა იქცეს" - მზადება 9 მაისის ევროპული მარშისთვის

მზადება 9 მაისის ევროპული მარშისთვის - ხვალ 17:00 საათიდან საქართველოს მოქალაქეები ქუჩებში აპირებენ მსვლელობის გამართვას. საგანგებოდ ევროპული დღისადმი მიძღვნილი პროტესტის ბოლო გაჩერება, სიმბოლურად თბილისის ევროპის მოედანი იქნება. 

მსვლელობები კი ქალაქის  ოთხი სხვადასხვა ლოკაციიდან დაიწყება - პარლამენტი, რესპუბლიკის მოედანი, მარჯანიშვილის მოედანი და მეტრო ავლაბარი. ამ 4 ლოკაციიდან 17:00 საათზე დაიძვრებიან მასშტაბური მსვლელობების მონაწილეები. 19:00 საათზე კი შეკრების მთავარი ადგილი ევროპის მოედანი იქნება. 

კგბეშნიკებზე ჩვენი გამარჯვების პროცესად უნდა ვაქციოთ 9 მაისი. ამის შედეგი იქნერბა ეს. 8 და 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვებიი დღედ ითვლება და ასე უნდა იქცეს ეს დღე "ქოცებზე" და "კგბეშნიკებზე" გამარჯვების დღედ", - ამბობს მხატვარი გია ბუღაძე. 

მსგავსი სიახლეები