9 მაისს დაგეგმილ მარშს კულტურის სფეროს წარმომადგენლები შეუერთდებიან
9 მაისს დაგეგმილ მარშს კულტურის სფეროს წარმომადგენლები შეუერთდებიან. ისინი სხვადასხვა ლოკაციაზე შიეკრიბებიან და ისე შეურთდებიან მსვლელობას.
როგორც სფეროს წევრებმა დღეს ბრიფინგზე განაცხადეს, ხვალინდელ აქციაში მონაწილეობით ისინი კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ თავიანთ ურყევ პოზიციას, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და „კულტურა ირჩევს ევროპას“.
„ხვალ ევროპის, ცივილიზებული სამყაროს დღეა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოში კულტურის მოღვაწეებისთვის, რადგან დღეს საქართველოში ძალადობა ხდება თავისუფალ აზრზე, კულტურაზე, იქნება ეს თეატრი, ლიტერატურა თუ კინო. ხვალ კულტურის სფეროს წარმომადგენლები სხვადასხვა ადგილას იკრიბებიან. მაგალითად, მწერლები ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმთან და მერე უერთდებიან მარჯანიშვილზე სხვებს. ერთად ვუერთდებით დიდ მარშს, რათა ევროპის დღე ერთად აღვნიშნოთ“,- განაცხადა ბესო სოლომონაშვილმა.
ცნობისთვის, 9 მაისს, თბილისში, ევროპის მოედანზე აქცია იგეგმება. ხვალ 17:00 საათიდან საქართველოს მოქალაქეები ქუჩებში აპირებენ მსვლელობის გამართვას. საგანგებოდ ევროპული დღისადმი მიძღვნილი პროტესტის ბოლო გაჩერება, სიმბოლურად თბილისის ევროპის მოედანი იქნება.