ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა და ნინო ზაუტაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს სასამართლოში უჩივლეს

08.05.25 12:09
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა და ნინო ზაუტაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს სასამართლოში უჩივლეს

ჟურნალისტებმა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა და ნინო ზაუტაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს სამსახურიდან გათავისუფლების გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში უჩივლეს.

სარჩელი სასამართლოში მათ რამდენიმე წუთის წინ შეიტანეს. 

გასაჩივრებულია სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება. ვითხოვთ, აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს შემთხვევაში გამოყენებულია კონტრაქტისა და შინაგანაწესის დარღვევვის არგუმენტი სამსახურიდან გასათავისუფლებლად, ჩვენ ვასაჩვრებთ, რომ უპირატესია კონსტიტუცია ქვეყანაში და სიტყვის თავისუფლება არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიზღუდოს. თუ აუცილებელი გახდა, აუცილებლად წავალთ ზემდგომ ინსტანციებში და აქ თუ ვერ მივაღწიეთ სიმართლეს, აუცილებლად მივმართავ ევროსასამართლოს. საზოგადოებრივ მაუწყებელს ვასილ მაღლაფერიძის მმართველობის პერიოდში 21 წაგებული საქმე დაუჯდა დაახლოებით დაუჯდა 300 ათასამდე. მაღლაფერიძის გავლენებით უკანონო გადაწყვეტილებები კიდევ გრძელდება", - ამბობს ვასილ ივანოვ ჩიქოვანი.

ნინო ზაუტაშვილის თქმით, სარჩელი შევა ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგაც.

სარჩელი არ იქნება მარტო საზოგადოებრივი მაუწყებლსი წინააღმდეგ, სარჩელი იქნება ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგაც, რომელმაც სრულიად უკანონოდ გაავრცელა აბსოლუტურად არასწორი ინფორმაცია, თან პირად შემოსავლებთან დაკავშირებით. საქმე გადაეგზავნილი ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან და მან უკვე დაიწყო მოძიება. ვიბრძოლებთ ბოლომდე", - აცხადებს ნინო ზაუტაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ 11 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა "მოამბის" წამყვანი ვასილ ივანოვ ჩიქოვანი და გადაცემა "რეალური სივრცის" წამყვანი ნინო ზაუტაშვილი გაათავისუფლა.

მსგავსი სიახლეები