სუს-ის შემდეგ, ამერიკის საელჩოს გამაფრთხილებელი განცხადების გამო პაპუაშვილიც აკრიტიკებს

სუს-ის შემდეგ ამერიკის საელჩოს გამაფრთხილებელი განცხადების გამო შალვა პაპუაშვილიც აკრიტიკებს.
- ცნობისთვის, სუს-მა ამერიკის საელჩო გააკრიტიკა და ბომბის საფრთხის შესახებ შეუთანხმებელი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
პაპუაშვილი ირწმუნება, რომ საელჩომ განცხადება უსაფრთხოების შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინაციის გარეშე გაავრცელა.
აშშ-ის საელჩოს გუშინდელი განცხადება გახდა ნოყიერი ნიადაგი იმ დეზინფორმაციული და ისტერიული კამპანიისთვის, რომელიც არაერთხელ გვინახავს - ამბობს პაპუაშვილი.
„ამერიკულ მართლმსაჯულებაში არსებობს ასეთი პრინციპი, რომ არ შეიძლება ხალხით სავსე თეატრში იყვირო, რომ ხანძარია. სამწუხარო არის, მათ შორის სუს-ის განცხადებიდან როგორც შევიტყვეთ, რომ ამ განცხადების საჯაროდ გაკეთება მოხდა უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციის გარეშე. ასეთ დროს ნებისმიერი დიპლომატიური სამსახური უნდა იყოს ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში უსაფრთხოების შესაბამის სტრუქტურებთან, ეს კონტაქტები არსებობს და ძალიან დასანანი, გასაკვირის, რომ არაკოორდინირებულად მოხდა ამ განცხადების გავრცელება. ვნახეთ, რას იწვევს ასეთი განცხადებები, მით უმეტეს, როცა აშშ-ის საელჩომ ძალიან კარგად იცის, ჩვენი რადიკალური ოპოზიციის და „ენჯეოების“ ნირი, რომ ისტერია დათესონ ნებისმიერ საკითხზე, რომ კვლავ შფოთი შეიტანონ საზოგადოებაში. სამწუხაროდ, აშშ-ის საელჩოს გუშინდელი განცხადება გახდა ნოყიერი ნიადაგი იმ დეზინფორმაციული და ისტერიული კამპანიისთვის, რომელიც არაერთხელ გვინახავს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოში აშშ-ის საელჩომ 7 მაისს გაავრცელა განცხადება, სადაც დიპლომატიური უწყება წერდა, რომ მიიღეს შეტყობინება თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში სავარაუდო ბომბის არსებობის შესახებ
საფრთხის შესახებ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას სახელმწიფო უაფრთხოების სამსახური სპეციალური განცხადებით გამეხმაურა და დიპლომატიური უწყება გააკრიტიკა.
სუს-მა აშშ-ის საელჩო თბილისში შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებაში დაადანაშაულა.