SJC: ლელა კალიჩენკოს სასამართლო სისტემაში დაბრუნებას ემთხვევა მისი შვილის დანიშვნა თბილისის საქალაქო სასამართლოში

08.05.25 12:45
SJC: ლელა კალიჩენკოს სასამართლო სისტემაში დაბრუნებას ემთხვევა მისი შვილის დანიშვნა თბილისის საქალაქო სასამართლოში

მოსამართლე ლელა კალიჩენსკოს შესახებ სოციალრუი სამართლიანობის ცენტრი ინფროამციას ავრცელებს.

აქციის მონაწილების გამსამართლეებლი მოსამართლე  ე.წ. “კარტოგრაფების” საქმეშიც ფიგურირებს. 

SJC-სი ცნობით, 2016 წელს ლელა კალიჩენკოს სასამართლო სისტემაში დაბრუნებას ემთხვევა მისი შვილის დანიშვნა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მთავარი კონსულტანტის-მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე, რაც ორგანიზაციის შეფასებით, სისტემაში სავარაუდო ნეპოტიზმის კიდევ ერთი შემთხვევაა.

ლელა კალიჩენკოს სამოსამართლო კარიერა 1999 წელს ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში დაიწყო. მანამდე, 1989-1999 წლებში, ის პროკურატურაში მუშაობდა. კალიჩენკო 2005-2009 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო, სასამართლო სისტემაში დაბრუნდა 2016 წელს, ხოლო 2017 წლიდან კი თანამდებობაზე უვადოდ არის განმწესებული.
❗კალიჩენკო ფიგურირებს პროევროპული აქციების დროს დაკავებულების – საბა ჯიქიასა და არჩილ მუსელიანცის – საქმეებში, ასევე ე.წ. “კარტოგრაფების” საქმეში.
⚠️  ასევე საყურადღებოა, რომ 2016 წელს ლელა კალიჩენკოს სასამართლო სისტემაში დაბრუნებას ემთხვევა მისი შვილის დანიშვნა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მთავარი კონსულტანტის-მოსამართლის თანაშემწის თანამდებობაზე, რაც სისტემაში სავარაუდო ნეპოტიზმის კიდევ ერთი შემთხვევაა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფრომაციაში. 

მსგავსი სიახლეები