ანდრო ჭიჭინაძე პოლიციელზე: გული მწყდება ადამიანზე, მხედველობა დაკარგა... ჩვენ არავინ დაგვიზიანებია, ამას არცერთი იძახის
ანდრო ჭიჭინაძის სიტყვა სასამართლო დაბრაზში - სინდისის პატიმარი ამბობს, რომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილ არცერთ მოწმე პოლციიელს არ უთქვამს რომ დაზიანება რომელიმე რეჟიმის ტყვემ მიაყენა.
გული მწყდება ადამიანზე, მხედველობა დაკარგა, მეორე მხარეს ჩვენ ვართ, თითქოს წვლილი მიგვიძღვის ამაში - ჩვენ არავინ დაგვიზიანებია - თქვა ანდრო ჭიჭინაძემ.
„დაზარალებულების სია, რომელიც პროკურატურამ წარმოადგინა, არცერთი არ იძახის, რომ ჩვენ დავაზიანეთ... არავინ ჩვენ არ დაგვიზიანებია.... მგონია, რომ ეს ადამიანიც შეყვანილია შეცდომაში. არც ამ ადამიანებთან და არც დანარჩენებთან, რომლებიც შემოვლენ, შემხებლობა არ გვქონია. სასამართლოს არ უნდა დაეშვა ეს ადამიანები, ჩვენ ამ ადამიანების დაზიანებასთან შემხებლობა არ გვქონია და სასამართლოს შეცდომაა.
ადამიანურად გული მწყდება ადამიანზე, დაზიანდა და მხედველობა დაკარგა, აქეთ, მეორე მხარეს ჩვენ ვართ, თითქოს წვლილი მიგვიძღვის ამაში",- განაცხადა ჭიჭინაძემ, რასთან დაკავშირებითაც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლოში სწორედ "იმისთვის არიან, რომ ეს საკითხები გამოიკვლიონ".
სინდისის პატიმრების პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.
დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.