უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. გავრცელებული ინფრორმაციით, ქართველი მებრძოლი, დონეცკის ოლქში ქალაქ პაკროვსკისთან დაიღუპა.
ირკვევა, რომ დაღუპულია უფროსი სერჟანტი 34 წლის თარბეი (თაბო) არქანია.
არქანიას მეგობარები ამბობენ, რომ თარბეი (თაბო) არქანიას მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
არქანია წარმოშობით დროებით ოკუპირებული აფხაზეთიდანაა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო.