როგორ ცდილობდა პოლიცია მოწმე დეტექტივის სასამართლოდან გაპარებას? (ვიდეო)
ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის წინააღმდეგ მიყვანილმა მოწმე დეტექტივმა, გიორგი ზაბახიძემ სასამართლო პოლიციელის დახმარებით დაატოვა.
დეტექტივ-გამომძიებელს ჯერ ქურთუკი გამოუცვალეს, შემდეგ კი ცდილობდნენ ის სასამართლო შენობიდან გაეპარებინათ, თუმცა "პირველების" კორესპოდენტმა ის მაინც გადაიღო.
გიორგი ზაბახიძემ "ტვ პირველის" ჟურნალისტის არცერთ კითვას არ უპასუხა.
დეტექტივ-გამომძებელმა დღეს სასამართლოს ვერ უთხრა, ვისი ნასროლი ქვა მოხვდა თვალში.
პროკურორის კითხვაზე, თუ ვინ ესროლა მას ნივთი, პოლიციელმა უპასუხა, რომ "კონკრეტული პიროვნება არ დაუნახავს".
- ზაბახიძე სასამართლოში პირველად არ არის, ის გუშინაც იყო, ოღონდ 8 პირის პროცესზე. და იქაც ამბობდა, რომ არ იცის, ვის მიერ ნასროლი ქვა მოხვდა თვალში.
შეგახსენებთ, რომ დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.