რატომ არ დევს გიორგი ახობაძის საქმეში მისი დაკავების კადრები? - რა პასუხი აქვს ექიმის დამკავებელ პოლიციელს

08.05.25 17:57
რატომ არ დევს გიორგი ახობაძის საქმეში მისი დაკავების კადრები? - რა პასუხი აქვს ექიმის დამკავებელ პოლიციელს

რატომ არ ადევს გიორგი ახობაძის საქმეში მისი დაკავების კადრები? -  თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დაპატიმრებული ექიმის საქმე განიხილეს. დღევანდელ პროცესზე ის პოლიციელი გამომკითხეს, რომელიც ამტკიცებს, რომ ჰქონდა ოპერატიული ინფორმაციაა და სწორედ ამის საფუძველზე აიყვანეს სანაპიროდან გიორგი ახობაძე. 

სინდისის პატიმრის უფლება დამცველებს აინტერესებდათ, რატომ არ დევს ამ საქმეში ვიდეო კადრები?

გომელაურის უწყების წარმომადგენელი ირწმუნება, რომ იმ მომენტში მას ტექნიკური საშუალება და რესურსი არ ჰქონდა, რომ მომხდარი გადაეღო, თუმცა მას ჰქონდა საკუთარი მობილური ტელეფონი, რომლითაც დაკავების პროცესის გადაღება წესით პრობლემა არ უნდა ყოფილიყო.

მსგავსი სიახლეები