დიქტატორი დიქტატორების გარემოცვაში - როგორია პუტინის 9 მაისი

08.05.25 20:47
დიქტატორი დიქტატორების გარემოცვაში - როგორია პუტინის 9 მაისი

პუტინი 9 მაისის სამხედრო აღლუმისთვის ემზადება, თუმცა წითელ მოედანზე ლიდერებისთვის გატანილი სკამები, შესაძლოა, ცარიელი დარჩეს. 

სლოვაკეთის პრემიერი ფიცო, რომელიც რუსეთში უკვე შეხვედრებს უნდა მართავდეს, ჯერ ისევ მოსკოვში ჩასასვლელ გზებს ეძებს. მას შემდეგ რაც ლატვიამ, ლიეტუვამ და ესტონეთმა რუსეთის მიმართულებით საჰაერო სივრცე ჩაკეტეს, აღლუმზე ჩასვლა დიდი თავისტკივილი გახდა. ფიცო, ჯერჯერობით, მაინც გეგმიდან უკან არ იხევს და მოსკოვში ჩასვლით ევროკაშირის წინააღმდეგ მიდის.

ვიზიტი გააუქმა ილჰამ ალიევმა. მიზეზად კი შიდა ღონისძიებებში მონაწილეობა დაასახელა. მოსკოვში აღარ ჩადის არც ლაოსის პრეზიდენტი. სისულითი ამტკიცებს, რომ კორონავირუსით დაავადდა. ალექსანდრ ვუჩიჩს კი მოსკოვამდე ჩასაღწევად ორმაგი გზის გავლა მოუწია. დრონებით მოსალოდნელი თავდასხმისას შეზღუდვების გამო მისი თვითმფრინავი ბაქოში დაჯდა.

მთელი დღეა მოსკოვში შეხვედრებს მართავს ჩინეთის ლიდერი სი ძინ პინი, უკვე გაჩნდა ახალი შეთანხმება, რომელსაც ხელი ჩინეთმა და რუსეთმა მოაწერეს. მოსკოვში არიან ბრაზილიის, ვენესუელის, კუბის, მონღოლეთისა და ეკვადორის პრეზიდენტები.

ამ ყვეალფრის პარალელურად, მოსკოვში ისევ საჰაერი კოლაფსია, მგზავრები მეორე დღეა რეისებს ელოდებიან. დრონებით მასშტაბური თავდასხმის შემდეგ ასობით რეისი გადაიდო. აეროპორტებში პანიკაა. პუტინის აღლუმის ცეცხლის შეწყვეტა ფარსი აღმოჩნდა. წესით 8 მაისის შუაღამიდან 10 მაისამდე მოსკოვს იერიშები უნდა გაჩერებინა, მაგრამ შეთანხმება მათი მხრიდან 734-ჯერ დაირღვია. 

პუტინისთვის 9 მაისის აღლუმი მნიშვნელოვანია, ის გარშემო მსოფლიო დიქტატორებს შემოიკრებს. თუმცა, საკითხავია, როგორ ჩაივლის ის.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები