მზადება 9 მაისის მარშისთვის - დედაქალაქი კიდევ ერთი მასშტაბური მსვლელობისთვის ემზადება

08.05.25 20:42
მზადება 9 მაისის მარშისთვის - დედაქალაქი კიდევ ერთი მასშტაბური მსვლელობისთვის ემზადება

დიდი მზადება 9 მაისის მარშისთვის - ევროპის დღეს თბილისის ქუჩები ისევ საპროტესტო მსვლელობებით გადაივსება.  ყველა სფეროს წარმომადგენელმა საკუთარი ლოკაცია უკვე შეარჩია-მარშები ევროპის მოედანისკენ 5 ადგილიდან მოეწყობა. ევროპის დღეს, 9 მაისს, შეკრების ადგილი 19:00 საათზე ევროპის მოედანი იქნება.

ხვალ ქუჩაში ხალხი სინდისის პატიმრების და საქართველოს ევროპული კურსის მხარდასაჭერად, ახალი არჩევნების მთხოვნით და მთელი მსოფლიოსთვის იმის საჩვენებლად გამოდის, რომ საქართველო ოლიგარქიულ მმართველობას არ შეგუებია. 

ქუჩაში გამოდიან ივანიშვილის რეჟიმის მიერ რეპრესირებული ადამიანები და მათი მცველები-ისინი ვინც სამსახურებიდან უკანონოდ გაათავისუფლეს.

ევროპის დღისთვის მზად არიან "მთა თავისუფლებისთვის" წევრები. მთის 16 სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელმა თავად ნახა, რომ ტურიზმის და მთის კურორტების განვითარება დასავლური სამყაროს დამსახურებაა, ამიტომ “რუსულ ჩიხში შესვლას მთის მოყავრულები აღარ დაუშვებენ.“

ევროპის დღე აერთიანებს სტუდენტსაც და პენსიონერსაც,მასწაველებელსაც და საჯარო მოხელესაც, პოლიტიკოსსაც და მძღოლსაც,  ხვალ საქართველომ დიდი ერთბა უნდა აჩვენოს. 

ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.

 

მსგავსი სიახლეები