უწყვეტი პროტესტის 162-ე დღე-რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

08.05.25 22:25
უწყვეტი პროტესტის 162-ე დღე-რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

უწყვეტი პროტესტის 162-ე დღე-საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.

დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

პარალელურად, აქცია მიმდინარეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, საიდანაც მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადმოინაცვლებენ და პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.

ფოტო გუშინდელი აქციიდან.

მსგავსი სიახლეები