უნდა ვივარაუდოთ, რომ ახალი პაპის მთავარი მიმართულება იქნება, მშვიდობა მოუტანოს მსოფლიოს-მამა კონსტანტინე აკოფაშვილი
მამა კონსტანტინე აკოფაშვილი საქართველოს კათოლიკური ეკლესიის მედიაპლატფორმა catholic.ge-ს ხელმძღანელი ვარაუდობს, რომ რომის ახალი პაპის მიამრთლება იქნება, მშვიდობა მოუტანოს მსოფლიოს, რადგან მისი პირველი სიტყვები იყო “მშვიდობა თქვენდა“.
მამა კონსტანტინე მიიჩნევს, რომ “მისი მიმართვა, უკვე საუბრობს იმ მიმართულებებზე, რომელსაც ახალი პაპი გაატარებს.“
პირველივე სიტყვები, რომელიც მან წარმოთქვა, მშვიდობა თქვენდა, იყო ქრისტეს სიტყვები, რომლითაც ქრისტემ მოციქულებს მიმართა. უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი მთავარი მიმართულება იქნება, რომ მშვიდობა მოუტანოს მსოფლიოს. ასევე მნიშვნელოვანი იყო დიალოგის ხაზგასმა, რომ ჩვენ გჭირდება დიალოგი, ერთიანობა და ერთად სხვლა იმ ჩვენი სამსობლოსკენ, რომელიც ღმერთმა მოამზადა. მე ვფიქრობ, მისი მიმართვა, უკვე საუბრობს იმ მიმართულებებზე, რომელსაც ახალი პაპი გაატარებს. უნდა დაველოდოთ და ვფიქრობ რომ ის დაიწყებს იმ მშვიდობისთვის ბრძოლას, რომელიც დღეს ყევლაზე ძალიან სჭირდება სამყაროს და იმ რწმენისთვის, რომლის გარეშეც სვლა გაგვიჭირდება, -განაცხადა მამა კონსტანტინემ “ტვ პირველის“ ეთერში.
ახალ რომის პაპად ამერიკელი რობერტ ფრანცის პრევოსტი აირჩიეს. ის იქნება ისტორიაში პირველი ამერიკელი რომის პაპი.
მისი სახელი, როგორც რომის 267-ე პაპის ლეო XIV იქნება.
პაპმა ლეო XIV-მ თავის პირველ გამოსვლაში წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ხალხს მიმართა: „მშვიდობა თქვენდა ყველას“.
ახალი პონტიფიკოსის არჩევა 133 კარდინალის მიერ მოხდა.