აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლების“ დაფინანსების შეჩერება გააუქმა
აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლების“ დაფინანსების შეჩერება გააუქმა.
ინფორმაციას “რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც ხელს შეუწყობს რადიო „თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ (RFE/RL) ძალისხმევას, მიიღოს კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხა, რომელიც მას მომდევნო კვირების განმავლობაში საქმიანობის გასაგრძელებლად სჭირდება.
ამით სააპელაციო სასამართლომ იმავე სასამართლოს სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგიის მიერ სულ რამდენიმე საათით ადრე მიღებული გადაწყვეტილება შეაჩერა,- წერს გამოცემა.