გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ
ქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ინფო იმერეთი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გოგონა მდინარეში ე.წ. ბალახვანის ხიდიდან გადახტა.
ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები.